„ოსიმენი ძალიან მაგარია, მაგრამ „ნაპოლის“ ნამდვილი ჩემპიონი კვარაა“ - იტალიელი ჟურნალისტი

კვარა და ოსიმენი

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, სანდრო საბატინი ფეხბურთის ქართველ ტალანტ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელ, ვქიტორ ოსიმენზე საუბრობს.

ოსიმენის უნარებისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, „ნაპოლის“ გამორჩეულად ბრწყინვალე მომენტები მაშინ ჰქონდა, როცა მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ. „ვერონასთან“ მატჩში გასული სეზონის კვარაცხელია ვიხილეთ და ეს მნიშვნელოვანი იყო. ევროპაში ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ქართველი შემტევის მსგავსი საერთოდ არავინაა. როცა ის ვერ თამაშობს, „ნაპოლის“ შეტევაში პრობლემები ექმნება“, - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.

ასევე ნახეთ:

კვარას შეუდარებელი გადაცემა და „ნაპოლიმ“ „უნიონ ბერლინს“ გოლი გაუტანა

ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

კვარამ გატანილი გოლი მეუღლეს, ნიცა თავაძეს მიუძღვნა - ნახეთ, ფოტოები