ცნობილია, რა ფერის ავტომობილებს ყიდულობენ ყველაზე ხშირად საქართველოში - სტატისტიკა

მოძრაობა

საქართველოში ავტომობილების უმრავლესობა თეთრი ფერისაა

საქართველოში ყველაზე გავრცელებული ავტომობილის ფერი თეთრია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით ორი მესამედი სწორედ ამ ფერშია წარმოდგენილი.

საქსტატის ინფორმაციით, თეთრი ფერის ავტომობილები საერთო რაოდენობის 65.2%-ს შეადგენს, რაც მას აშკარა ლიდერად აქცევს სხვა ფერებთან შედარებით.

ფერების მიხედვით მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების განაწილება ასეთია: ლურჯი ფერის ავტომობილები 11%-ს შეადგენს, რუხი - 8%-ს, წითელი - 7.7%-ს. შედარებით მცირე წილი აქვთ ყვითელ (3.2%), მწვანე (1.7%), შავ (1.3%), ნარინჯისფერ (1.2%) და ყავისფერ (0.2%) ავტომობილებს.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ თეთრი ფერი საქართველოში ავტომფლობელთა უპირატეს არჩევანს წარმოადგენს, ხოლო სხვა ფერები მნიშვნელოვნად ჩამორჩება.