„ბოლოს, უფროს კლასელთან ერთად შენიშნეს...“ - თბილისში დაკარგულ მოზარდს ეძებენ
1744706162
უმძიმესმა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ აბულინგებს და სცემს არასრულწლოვანი გოგო 13 წლის მოზარდს, საზოგადოება შეძრა. ამ ფაქტმა არაერთი პრობლემა გამოკვეთა. გაჩნდა კითხვებიც - რატომ გამოირჩევა ასეთი სისასტიკით მოძალადე არასრულწლოვანი, მეორეს მხრივ კი, მის მიმართ საზოგადოება, რაც ფსიქოლოგების შეფასებით, ასევე ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.
"კურიერი P.S."-მა რეპორტაჟის მომზადება ვიდეოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა.
გავარკვიეთ, რომ ძალადობის ფაქტი გასულ წელს მოხდა. ვიდეოც მაშინ გადაიღეს, თუმცა სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ფაქტი რუსთაველის გამზირზე მოხდა, იმ ადგილას, სადაც ოჯახისგან შორს მყოფი ბავშვები ხშირად იკრიბებოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი ტელეფონის გამო დაიწყო და 13 წლის გოგოს ბულინგით და ცემით დასრულდა. ვიდეოში ჩანს, რომ საერთო ნაცნობები გაუნძრევლად დგანან, ერთ-ერთი ვითარებას ამწვავებს, მეორე კი ძალადობას იღებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე გამოძიება უკვე დაიწყო. 13 წლის ბავშვი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზარალებულად ცნეს. თვითმხილველები მოწმის სახით გამოჰკითხეს, 16 წლის გოგო კი, ძალადობისთვის პასუხისგებაში მისცეს.
არასრულწლოვანს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს. მშობელი ამ პროცესს არ დასწრებია.
"კურიერი P.S."-ი 16 წლის ბრალდებულის ადვოკატს შეხვდა. სავალდებულო დაცვის ფარგლებში, დამცველი ძალადობაში მხილებულ მოზარდს სახელმწიფომ დაუნიშნა.
ძალადობაში მხილებული მოზარდის და ნაცემი ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მხოლოდ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში გვითხრეს, რომ მათ ყველა შესაბამისი სერვისით, მათ შორის, ფსიქოლოგით სარგებლობა შეუძლიათ.
ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხანგრძლივ პროცესზე საუბრობენ სპეციალისტები.
ერთ მხარეს არის ჩაგვრა, როგორც დანაშაული, მეორე მხარეს კი, არასრულწლოვანის გადარჩენა მკაცრი სასჯელისგან. რა არის გამოსავალი უკვე მომხდარი დანაშაულის დროს და რას მოითხოვს პრევენცია? ექსპერტების რეკომენდაციით, ბავშვების ინფორმირების კამპანია სააღმზრდელო დაწესებულებებიდან უნდა დაიწყოს.
რა შანსს მისცემენ ძალადობაში მხილებულს, რომელმაც 13 წლის მოზარდი დაჩაგრა, ეს გამოძიების ეტაპზე გაირკვევა. 16 წლის გოგო უკვე მართლმსაჯულების წინაშეა.
ვრცლად ↓