ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
უჯარმაში, ავალიშვილების საყდრის სახელით ცნობილი ტაძარი ახლა წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა. 1755 წელს აგებული სალოცავი სერიული მძარცველის პირველი სამიზნე გახდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, წინასააღდგომო დღეებში, ჯერ ტაძრის კარი, შემდეგ კი შესაწირი ყუთი გატეხა და მორწმუნეების მიერ გაღებული თანხა მთლიანად გაიტაცა.
სოფელი უჯარმა დანაშაულის ერთადერთი ადგილი არ ყოფილა. "კურიერი P.S.-მა" გაარკვია, რომ კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში 34 წლის მამაკაცმა, ერთდროულად, 16 ტაძარი გაქურდა. არა იპარო! - ეს ერთ-ერთია ათი მცნებიდან, რომელიც თითქმის ყველა ტაძარშია გამოკრული, თუმცა, როგორც ჩანს, სერიული მძარცველი დანაშაულის დროს ვერც ამ შეგონებამ დააბრკოლა.
გომბორი, ახაშენი, მუკუზანი, ძირკოკი, კარდენახი, ანაგა, ვაქირი - ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც მძარცველმა სალოცავებში განთავსებული შესაწირი ყუთები დააცარიელა. წაღებულია ფული, ჯვრები, სხვადასხვა საეკლესიო ნივთი და ბიბლია.
"კურიერი P.S.-მა" გაარკვია დამნაშავის ვინაობა. ის გორში მცხოვრები კობა კობერიძეა, რომელიც უკვე დაკავებულია. ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ბრალდებულის ჩვენებაც, სადაც ის დანაშაულის ყველა ეპიზოდს აღიარებს.
ბრალდებულის ადვოკატმა საქმეზე საუბარი არ ისურვა, პროკურორი კი ადასტურებს, რომ კობა კობერიძე, ტაძრების გაქურდვის მიზნით, კახეთში წინასწარი განზრახვით ჩავიდა და ოთხ მუნიციპალიტეტში არაერთი სალოცავი გაქურდა. ჩხრეკისას ამოღებულია როგორც თანხა, ისე საეკლესიო ნივთები.
ბრალდებულის ოჯახი გამოძიების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. "კურიერი P.S.-მა" კობა კობერიძის დედას გორში, საცხოვრებელ მისამართზე ჩააკითხა. მშობელი გვიდასტურებს, რომ მისი შვილი, ქურდობის ბრალდებით, წარსულშიც ორჯერ იყო გასამართლებული.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მდებარე იოანე ნათლისმცემლის ტაძარი სერიული მძარცველის ბოლო გაჩერებაა. აქ ეკლესიის ქურდობა კობა კობერიძისთვის წარუმატებლად დასრულდა - პოლიციამ მას დანაშაულის ადგილზე მიასწრო და ხელბორკილები პირდაპირ ტაძრის ტერიტორიაზე დაადო.
ეკლესიების ქურდობის 16 ეპიზოდში მხილებული კობა კობერიძე უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, გამოძიება კი ტაძრებისთვის მიყენებულ ზარალს ითვლის.
ვრცლად ↓