ცნობილი პედიატრი მიმართვას ავრცელებს

ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: 

"გიორგი ახობაძეს იცით რამდენი სიკვდილთან მებრძოლი პატარა პაციენტი გადაურჩენია??? ყველას რომ ხელები ჰქონდა დაშვებული იქ ჩნდებოდა გიორგი და სასწაულს ახდენდა ყოველთვის, სხვისი ცხოვრებით სუნთქვა იცით რა არის??? ერთხელ უმძიმეს,უიმედო პაციენტზე დავურეკე(ეპიგლოტიტი)ძალიან ვნერვიულობდი, საინტუბაციო მილის ჩადგმა ვერ ხერხდებოდა ტოტალური შეშუპების გამო,დამამშვიდა ჰაერის ერთი ბუშტუკი დავინახე და უწვრილესი მილით შევედიო,დღეს ის ბავშვი კარგად არის და რამდენი გავიხსენო ასეთი...

მომაკვდავ დედას მარტო უვლიდა სახლში და დღეს ის ქალბატონი სასიკვდილოდაა განწირული მის გარეშე. უამრავი მშობელი მეკითხება გიორგის მდგომარეობას...დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი,რომელსაც სხვა ადამიანების გადარჩენის უძლიერესი ბერკეტი უპყრია ხელთ-ცოდნა და უდიდესი პასუხისმგებლობა....არაჩვეულებრივი ექიმი,კოლეგა და მოქალაქეა!!! თავისუფლება გიორგის ის სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება",- წერს ინგა მამუჩიშვილი.