ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შესახვედრად პარასკევს რუსეთში წასვლას აპირებს, უცხოური მედია ვარაუდობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საუბრისას შეცდომა დაუშვა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პარასკევს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში წასვლას აპირებს.

„პუტინს ვნახავ. პარასკევს რუსეთში მივდივარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

მანამდე, გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს 15 აგვისტოს ალასკაზე შეხვდება.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით საუბრისას სავარაუდოდ შეცდომა დაუშვა.