ცნობილი მწერალი გარდაიცვალა

გლოვის ლენტი

რუსთავის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

„რუსთავის დრამატული თეატრი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, დრამატურგის, მთარგმნელის, მწერლისა და სცენარისტის თამაზ გოდერძიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონო თამაზს ეკუთვნის არაერთი პიესა, რომელიც რუსთავის თეატრში არაეთგზის დადგმულა. 

ბატონი თამაზის ღვაწლი შეუფასებელია ქართული თეატრისთვის. თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს და თეატრალურ საზოგადოებას ბატონი თამაზის გარდაცვალების გამო. ცნობისთვის, თამაზ გოდერძიშილი 80-ზე მეტი პიესისა და ინსცენირების, არაერთი თარგმანის და მოთხრობების ავტორი გახლავთ: „ილია ვარ", „რკინის კარს უკან", „ვირის ჩრდილი", "მიწისქვეშა სასახლეები", „ხუთი წითელი მიხაკი“, „გიგას თავგადასავალი“, „თეთრი კუნძული“, მიხეილ ჯავახიშვილი, „ჯაყოს ხიზნები", მიხეილ კვესელავა, „ასერგასის დღე"; ნიკო ლორთქიფანიძე, „სოფლის აშიკი"; ა. გრებნევი, "წარმატება"; ა. ფლავიანო, "ჯალათი"; მიხეილ ჯავახიშვილი, "ბედი მდევარი"; ფიოდორ დოსტოევსკი, „მარადი ქმარი"; პერ ლაგერკვისტი, "ბარაბა"; ილია ჭავჭავაძე, "კაცია-ადამიანი?!"; მიხეილ ბულგაკოვი, "პილატე", პრისტლის "სახიფათო მოსახვევი", ჟან ანუის „სარდაფი", ანტონ ჩეხოვის „დუელი“, ლეონიდ ანდრეევის „სჯანი“, პ. შეფერის "ამადეუსი", მანლიო სანტანელის "დედა-დედოფალი", ალან გარნეის „სასიყვარულო ბარათები" და სხვა. მიღებული აქვს საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ და ღირსების ორდენი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.