მტკვარში გადავარდნილი მანქანის მგზავრებს, ამ დრომდე ეძებენ - პოლიციამ 23 წლის ბიჭი დააკავა
1747228693
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წმინდა მატრონას ხატის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მისივე ცნობით, სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას სხვა ხატი განთავსდა.
„ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები.
საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ“, - წერს სასულიერო პირი.
ასევე ნახეთ:
სამების საკათედრო ტაძრიდან სტალინის გამოსახულებიანი მატრონას ხატი გაიტანეს