ქართველი მილიარდერი მონაკოში, საკუთარ იახტაზე დააფიქსირეს
1792527306
„წლევანდელი სეზონი გასული წლისგან განსხვავებულია - ამ დროისთვის გრიპი ჯერ არ ჩანს, მაშინ როცა შარშან ამ პერიოდში ის უკვე ცირკულირებდა“, - ამის შესახებ პედიატრი ივანე ჩხაიძე საუბრობს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ძირითადად რინოვირუსი ვრცელდება, რომელიც, როგორც წესი, მსუბუქად მიმდინარეობს და სიმპტომები რამდენიმე დღეში მცირდება. თუმცა, ხველა შესაძლოა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ან უფრო მეტხანსაც შენარჩუნდეს.
„რინოვირუსისთვის დამახასიათებელია ცემინება, სურდო და შედარებით დაბალი ტემპერატურა, გრიპს კი ხშირად მაღალი სიცხე და გამოხატული საერთო სისუსტე ახლავს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.