პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება. მან გადაცემაში "იმუნიტეტი" საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილის გაჩენა დიდი ხნის განმავლობაში სურდა, თუმცა ვერ ახერხებდა:
„ეს პროცესი ძალიან გაგვეწელა. გაგვეწელა იმიტომ, რომ ორსულობა არ დგებოდა. ძალიან გამიჭირდა. არ დავდიოდი სახის პროცედურებზე, არ შევდიოდი სოლარიუმში, ალკოჰოლს არ ვსვამდი. უკვე მართლა გავგიჟდი. გადავყარე წამლები, ტესტები იმიტომ, რომ გავიღალე. აქედან ზუსტად 2 კვირაში დამეწყო შეგრძნებები. თავიდან საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ტესტს ტყუილად ვიყიდდი. მაგრამ, როცა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში, ტესტი ვიყიდე და ორსულობა დადგა. იქამდე მეუბნებოდნენ, რომ პრობლემა უნდა დაივიწყო, გონება გათიშოთ, მაგრამ არ გამომდიოდა. ბოლოს რომ დავიღალე და ვთქვი, რომ ალბათ, ასე უნდა იყოს და დასრულდა, პირიქით, ორსულობა დადგა. ეს მეორე ორსულობაა. 12 წელია შუალედი. ერთი მეორისგან ძალიან განსხვავდება. მგონია, პირველი შვილი წინა საუკუნეში გავაჩინე. თან, ანასტასიაზე ორსულობა მთელი 9 თვის განმავლობაში ძალიან რთული იყო. ტოქსიკოზი მქონდა, შენარჩუნებაზე ვიწექი. მშობიარობის გარდა, ყველაფერი ძალიან რთული იყო. აქ პირველი ორი თვე გამიჭირდა“, - ამბობს ქეთი ხატიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
მძღოლი 3000 ლარით დაჯარიმდება, თუ ამ წესს დაარღვევს - დეტალები