1751402301
„ვოლტის მეგობრების“ ჯგუფი დაიხურა - რას წერენ უკმაყოფილო მომხმარებლები

საქართველოში, ონლაინ პლატფორმებით, მიწოდების სერვისით და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, თითქმის, მოსახლეობის 90% სარგებლობს. ბევრი კომპანია ამ სფეროში ლიდერიცაა. გამარტივებულია, სახლიდან გაუსვლელად, სურვილების ასრულების მეთოდები და ონლაინ შეკვეთებს ყოველდღიურად ემატება მომხმარებელთა რიცხვი. თუმცა, სოციალურ ქსელში არაერთი ჯგუფია შექმნილი, სადაც გამოწერილი პროდუქტით, მომსახურებით, თუ უყურადღებო კურიერებით უკმაყოფილო მომხმარებლები თავიანთ პრეტენზიებს აფიქსირებენ.
საკვები პროდუქტებისა და „რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდას“ შემდეგ, მიწოდების სერვისი Wolt-ის მომხმარებლების პრეტენზიებიც გახშირდა.
სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში „ვოლტის მეგობრები“ მომხმარებლები შეკვეთის დაგვიანებაზე, არასწორად მიწოდებულ და უხარისხო პროდუქტზე ჩიოდნენ.
აღშფოთებული მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ Wolt-ის მომსახურებით და მიწოდების ცუდი სერვისით უკმაყოფილოები არიან და კომპანიას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.
მომხმრებელი: „ გამარჯობათ, თქვენს აპლიკაციაში მითითებულ რომელიმე ობიექტს ვენდობოდი იმის გამო, რომ მეგონა თქვენც იზიარებდით მოწოდებული პროდუქციის ხარისხის პასუხისმგებლობას... მოკლედ შევუკვეთე DONER BOX-ში და მოვიდა უმი, მაინტერესებს ვისი პასუხისმგებლობა იქნება, რომ მოვიწამლო?"
მომხმარებელი: „აბლოდისმენტები“
მომხმარებელი: "Wolt's service Sucks and getting worse by the day! will never use them again!"
მომხმარებელი: "როცა უსამართლობას ვაწყდები იქ ყველაფერზე წამსვლელი ვარ.Wolt უბანძესი კომპანია"
მომხმარებელი: "I know I'm not the only one. P.s 1.2 წუთი შემეშალა 1.5 საათი. გაიზ, რამე მოიმოქმედეთ უკვე რა ! Bad service გაქვთ. კურიერებისა და ოპერატორების მიმართ არ მაქვს პრეტენეზია. მოწოდების დროს აქვს დიდი მნიშვნელობა. 31 წლის ვარ და ცხოვრებაში არ დამიწერია უარყოფითი რევიო და არც სახალხოდ არ გამომიქვეყნებია არაფერი მსგავსი. ეს პირველია."
უკმაყოფილო მომხმარებლებისგან ბევრი უარყოფითი კომენტარი იწერებოდა „ვოლტის მეგობრების“ ჯგუფში, რის გამოც, დიდი ალბათობით, 10 ნოემბერს ჯგუფი დაიხურა, მიზეზად კი „ვოლტის“ გუნდმა თავდაპირველი ფუნქციის დაკარგვა დაასახელა. მომხმარებლები კი აღნიშნავენ, რომ ჯგუფი, უარყოფითი გამოხმაურებების გამო, დაიხურა.
ჯგუფის დახურვას სოციალურ ქსელშიც მოყვა გამოხმაურება.
მომხმარებელი: „Wolt ჯგუფი სად წავიდა?
UPDATE: აღარ გვემეგობრება, ჯგუფი დაიხურა, ზამთრის დეპრესია დაიწყო“
რა პასუხი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია „ვოლტს“ დავუკავშირდით, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ.