1792612078
საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიას UEFA-ს სუპერთასის მოგებას ულოცავენ
საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას UEFA-ს სუპერთასის მოგებას ულოცავენ. შესაბამისი ბარათები Facebook-ზე გამოქვეყნდა.
ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ იტალიის ქალაქ უდინეში, სტადიონ „ფრიულიზე“, პენალტების სერიაში დაამარცხა ინგლისური „ტოტენჰემი“ და UEFA-ს სუპერთასის მფლობელი გახდა.











