Facebook-ზე მნიშვნელოვანი სიახლეა - რას შეცვლის ახალი ფუნქცია მომხმარებლებისთვის
1792007000
2027 წლის 6 თებერვალს მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში მზის რგოლისებრი დაბნელება იქნება. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) ინფორმაციით, ამ დროს ცაზე ე.წ. „ცეცხლოვანი რგოლი“ გამოჩნდება.
მზის რგოლისებრი დაბნელება სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის გარკვეულ ნაწილებში იქნება ხილული, მათ შორის ჩილეში, არგენტინაში, ურუგვაიში, ბრაზილიაში, კოტ-დ’ივუარში, განაში, ტოგოში, ბენინსა და ნიგერიაში.
ამასთან, სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და ანტარქტიდის დიდ ტერიტორიებზე, ასევე წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილსა და ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მზის ნაწილობრივი დაბნელება იქნება ხილული.
მზის რგოლისებრი დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა, თუმცა დედამიწიდან შედარებით დიდი მანძილის გამო მზის დისკოს მთლიანად ვერ ფარავს. შედეგად, მთვარის გარშემო მზის ნათელი რგოლი ჩნდება, რომელსაც ხშირად „ცეცხლოვან რგოლს“ უწოდებენ.
ეს ბუნებრივი ასტრონომიული მოვლენაა და დედამიწისთვის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.
NASA-ს ინფორმაციით, მზის რგოლისებრი დაბნელების პირდაპირი დაკვირვება სპეციალური დამცავი სათვალის გარეშე სახიფათოა, რადგან მთვარე მზეს სრულად არ ფარავს.