ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მომღერალ მიშო სულუხიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, მიშო სულუხია ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, „რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა კი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს“.
„წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება“, - აცხადებენ შსს-ში.