წარმატებული სტუდენტები 2000 ლარს მიიღებენ - ბორჯომის მუნიციპალიტეტი

puli

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან ბაკალავრის საფეხურზე მყოფი ყველა წარმატებული სტუდენტი სემესტრულად ერთჯერადად 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარს მიიღებს.

ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

არის საქართველოს მოქალაქე;

განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გავლილი აქვს სწავლების არანაკლებ 9-წლიანი კურსი ;

არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 –100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
ფულადი ჯილდოს მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტაცია:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (ნიშნების ფურცელი);

საბანკო რეკვიზიტები.ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიზანია, განათლების ხელშეწყობა და წარჩინებული ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა.