„ეგ, ჩემი ბინაა... მე ბინიდან არავინ გამიგდია...“ - ლაურა ღაჭავა
1764528772
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას უზიარებს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმაზე კიდევ ერთი კურსი – „წარმატებული მოლაპარაკებების სტრატეგიები ქსელურ მარკეტებთან“ - დაემატა.
კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების დამფუძნებლებისთვის, FMCG და საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ:
• როგორ აწარმოონ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები ქსელურ მარკეტებთან;
• რა მოთხოვნები აქვთ მსხვილ რითეილერებს და როგორ უნდა მოემზადოს ბიზნესი თითოეულ ეტაპზე;
• რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტი არა მხოლოდ თაროზე მოხვდეს, არამედ გრძელვადიანი გაყიდვებიც შეინარჩუნოს და სხვა.
კურსს უძღვება მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის განათლების პლატფორმაა, რომელიც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა თემაზე - მარკეტინგზე, ფინანსებზე, გაყიდვებზე და სხვა თემებზე ცოდნა გამოცდილი ექსპერტებისგან მიიღონ. კურსები შექმნილია რეალური, ადგილობრივი ბაზრის გამოწვევების გათვალისწინებით. პლატფორმა მუდმივად ახლდება და იგი უკვე 70-მდე კურსს აერთიანებს. კურსების გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360-ის ნაწილია. ეს ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს მოიცავს .
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 39.1%), სესხებისა (საბაზრო წილი 37.6%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 41.2%) მიხედვით. (2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს. 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 2.0 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/