„ეგ, ჩემი ბინაა... მე ბინიდან არავინ გამიგდია...“ - ლაურა ღაჭავა
1764528772
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, საკუთარი საპროდიუსერო კომპანია დააფუძნა.
შესაბამისი ინფორმაცია Amazon MGM Studios-ის მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერის წინ გავრცელდა. ფილმი 2025 წლის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე 20 დღეს აღწერს და პრეზიდენტის მეუღლეზე არის ფოკუსირებული. „მელანიას“ პრემიერა 30 იანვარს შედგება, რის შემდეგაც მისი ჩვენება Amazon Prime Video-ზე დაიწყება.
უკვე ცნობილია ტრამპის კომპანიის სახელწოდება - Muse Films და ოფიციალური ლოგო. სწორედ პირველ ლედიზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი იქნება კომპანიის სადებიუტო ნამუშევარი.