აბიტურიენტების საყურადღებოდ! - გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაცია აქვეყნებს
1785481538
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ "ჯივინოსტატის" შეძენის შესახებ.
მინისტრის განცხადებით, ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.
"წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ "ჯივინოსტატის" შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს," - განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.