აბიტურიენტების საყურადღებოდ! - გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაცია აქვეყნებს
1785481538
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამა, რომელიც საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, აქტიურ ფაზაშია. კურსის მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს თეორიული სწავლების ეტაპი და ამჟამად პრაქტიკულ კომპონენტს ადგილობრივ სასტუმროებსა და კვების ობიექტებში გადიან.
პროგრამის მთავარი მიზანია საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებით დაინტერესებულ პირთა პროფესიული გადამზადება და იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება, რაც საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის ჩამოყალიბების წინაპირობაა.
წელს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცავს სამ ძირითად პროფესიულ მიმართულებას:
ü გემის მიმტანი (ბუფეტის მიმტანი, მიმტანის დამხმარე, მიმტანი, უფროსი მიმტანი)
ü ბართენდერი (ბარის მიმტანი, უმცროსი ბართენდერი, ბართენდერი, უფროსი ბართენდერი)
ü კონდიტერი.
თეორიული ბაზის შეძენის შემდეგ, მონაწილეები პრაქტიკულ უნარებს რეალურ სამუშაო გარემოში ხვეწენ. ისინი უშუალოდ ეუფლებიან სტუმრების მომსახურების სტანდარტებს, მაგიდის სერვირებას, ბარის მართვასა და კოქტეილების მომზადებას, ასევე საკონდიტრო ნაწარმის დამზადებისა და გაფორმების ტექნოლოგიებს.
პრაქტიკული კომპონენტის ეტაპობრივი დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ჩაუტარდებათ შემაჯამებელი შეფასება, რის შემდეგაც გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები. კურსდამთავრებულები გაივლიან მომზადებას გასაუბრებებისთვის და დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით ჩაერთვებიან საერთაშორისო საკრუიზო კომპანიებთან თანამშრომლობისა და შერჩევის პროცესში, რაც მათ ლაინერებზე რეალური დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
საკრუიზო ლაინერებზე დასაქმება მონაწილეებს უამრავ უპირატესობას სთავაზობს:
ü მაღალი შემოსავალი
ü კარიერული ზრდა
ü გამოცდილება და ენის პრაქტიკა
ü მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და გლობალურ გარემოში მუშაობის შანსი.
აჭარის დასაქმების სააგენტო აქტიურად აგრძელებს პროექტის მონიტორინგს, რათა თითოეულმა მონაწილემ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და წარმატებით დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო შრომის ბაზარზე.