ცაგარელის ქ. N5-ში მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ცაგარელის ქ

საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმებოდა, თუმცა მუნიციპალიტეტმა, მოლაპარაკების გზით, მისი ადგილმონაცვლეობა განახორციელა.

"საბურთალოს გამგეობამ აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოაწყო. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები. შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს დასვენებისა და განტვირთვის სივრცე ექნებათ", - განაცხადა კახა კალაძემ.