ტრიპოლიში სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

ტრიპოლიში სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

ტრიპოლიში სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ლიბიის დედაქალაქში და რეგიონებში ვითარების ესკალაცია საპრეზიდენტო საბჭოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის აპარატის ხელმძღვანელის, აბდელღანი ალ-კიკლის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთარი უსაფრთხოებისთვის, სახლებში დარჩნენ.

ტრიპოლის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. შეფერხებით მუშაობს ტრიპოლის მიტიგას საერთაშორისო აეროპორტი.

დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები და გაერო.