პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქუთაისში ემიგრანტის შვილი, 36 წლის მირანდა ხიზანეიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
„გლოვობს ჩემი ქუთაისი, ავანგარდი. გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი, 36 წლის მირანდა ხიზანეიშვილი. ემიგრანტმა დედამ იტალიაში, ლეჩეში, ლია ხიზანეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გაიგო ეს ამბავი... რამხელა ტკივილია. საცოდაობა ტრიალებს ავანგარდში...
ძალიან დაგვწყვიტა გული ემიგრანტის შვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. იტალიის ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ... მონატრებული შვილი... მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო. გლოვა ჩამოსახლდა ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!
ლია, ეს ის შემთხვევაა, ვერაფრით გიშველი… ვერაფრით დაგეხმარები.. ვერანაირად გიწვდი დახმარების ხელს. დედა შვილს გლოვობს ნეტა თუ გნახავო თითქოს შეიშალა დღეს სამყარო...“ - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე ნახეთ:
👉 როგორი ამინდი იქნება ივნისის ბოლო ათი დღე - „ტემპერატურა 32 გრადუსამდე აიწევს“