დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
გორში, 4 წლის თომა წიქარიძე, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა.
ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. მათი თქმით, პედიატრის არაკვალიფიციურობის გამო, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რაც ლეტალური შედეგით დასრულდა.
"თავდაპირველად, ბავშვს დაეწყო კანზე გამონაყარი, დედა ტელეფონით დაუკავშირდა "გორმედის“ პედიატრს, ნინიაშვილს, თუმცა, მან ურჩია, რომ ბავშვი გარეთ არ გაეყვანათ და შინ ემკურნალათ მისი დანიშნულებით. რამდენიმე დღეში, როცა გამონაყარს მაღალი ტემპერატურაც დაერთო, ბავშვის დედამ კვლავ დაურეკა ექიმს, რომელმაც ისევ მისცა რეკომენდაცია, რომ მკურნალობა შინ გაეგრძელებინათ და რაღაც მაზიც დაუნიშნა, ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ოჯახმა მიიყვანა თომა პოლიკლინიკაში, ბავშვს კიდურებზე შეშუპებაც აღენიშნებოდა, რის გამოც დედამ ექიმს შესჩივლა, მაგრამ მან უთხრა, რომ მორჩენისკენ მიდიოდა ჩუტყვავილა“, - განაცხადა AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ნათესავმა ლუიზა სახვაძემ.
ვრცლად ნახეთ AMBEBI.GE-ზე.