1735070054
ტრაგედია ახალციხე–ადიგენის გზაზე
ახალციხე–ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან ავარიისას დაშავებული მეორე ადამიანი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
„ორი ქალბატონი შემოიყვანეს. ერთი დაახლოებით შემოყვანიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ყველაფერი ჩაუტარდა. პოლი-ტრავმა ჰქონდა და მრავლობითი დაზიანებები. მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა და რეანიმაციისა გარდაიცვალა. მეორე ქალბატონი სტაბილურად მძიმეა, გონზეა უტარდება კვლევები“,-უთხრა sknews კლინიკა „იმედის“ დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მომხდარის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ორი დაშავებულიდან ერთი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გარდაცვლილებიდან ერთი ქალია, მეორე კი 28 წლის გოგიტა კაჭკაჭიშვილია.