1692302192
„თოვლი და ნისლი“ - ამინდის განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 თებერვლის მოსალოდნელი ამინდი ასეთია:
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად
უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1, +4°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +5, +10°;
მაღალ მთაში ღამით -14, -9°, დღისით 0, +5°;
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით
ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი, დღისით უმეტესად უნალექოდ.
აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:
ბარში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მთაში ღამით -9, -4°,ზოგან -15°-მდე, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -19°-მდე, დღისით -6, -1°.