პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფერად კაბიანი თოჯინები, ბევრი ყვავილი და ტკბილეული - ასე გამოიყურება გოგონას საფლავი, რომელსაც ბავშვობა არ დააცადეს...
14 წლის აითაჯ შაჰმაროვას ტრაგიკულმა ისტორიამ, უკვე ერთი კვირაა, მთელი საქართველო შეძრა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.
ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია მოკლულის დედა და ბიძაც.
14 წლის აითაჯ შახმაროვას უფლებამონაცვლე დაღუპულის მამა, ისა შახმაროვი გახდა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.
კაცი მკვლელობის დროს ემიგრაციაში იმყოფებოდა და საქართველოში 2 დღის წინ დაბრუნდა.
დღეს კახეთის პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ 2 პირი, 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავა.
ასევე ნახეთ:
VIDEO: 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს