1740388324
VIDEO: 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს

კახეთის პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი.
შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა - 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.