მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
თითოეული ქართველი დღეს ამაყობს, რომ ეს ხელნაწერი უბრუნდება საკუთარ სამშობლოს და რა საკვირველია, ეს ვერ მოხდებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ისტორიული ქველმოქმედება, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
„ეს ხელნაწერი არის უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელი საგანძური და საუნჯე მთლიანად ჩვენი ქვეყნის მატერიალური კულტურისათვის. თითოეული ქართველი დღეს ამაყობს, რომ ეს ხელნაწერი უბრუნდება საკუთარ სამშობლოს და რა საკვირველია, ეს ვერ მოხდებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ისტორიული ქველმოქმედება, მან ეს შეიძინა საერთაშორისო აუქციონზე არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ისტორიისა და მემკვიდრეობისათვის. მხოლოდ ეს ფაქტიც რომ ავიღოთ, აქედანაც ჩანს ის დამოკიდებულება და უანგარო ქველმოქმედება, რაც ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური, არამედ მატერიალური ინვესტიციის მიმართულებით იდგმება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. იოანე ზოსიმე არის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი ქართველი ავტორი, რომლის ხელნაწერშიც მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორია სუნთქავს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
იოანე ზოსიმეს ხელნაწერი თბილისში დღეს ჩამოიტანეს.
წიგნი საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა აჩუქა. საგანძური კრისტის აუქციონზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მილიონ ფუნტად შეიძინა.