1793450284
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა - მათგან თითქმის ნახევარი დედაქალაქში მოძრაობს
საქართველოს ავტოპარკი ისევ იზრდება - მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ჯამურმა რიცხვმა 2 010 195 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს ეროვნული სტატისტიკის სამსახური („საქსტატი“) აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით არსებული ავტომობილების თითქმის ნახევარი თბილისშია თავმოყრილი — დედაქალაქზე 984 369 ერთეული მოდის. დანარჩენი ავტოპარკი რეგიონებზე შემდეგნაირად ნაწილდება:
იმერეთი — 211 660ქვემო ქართლი — 163 878კახეთი — 152 383აჭარის ა/რ — 129 254სამეგრელო-ზემო სვანეთი — 108 193შიდა ქართლი — 96 001სამცხე-ჯავახეთი — 67 152მცხეთა-მთიანეთი — 45 177გურია — 40 778რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 11 350სტატისტიკა ცხადყოფს, რომ რეგიონებს შორის ავტომობილების კონცენტრაციით იმერეთი და ქვემო ქართლი ლიდერობს, ყველაზე მცირე რაოდენობა კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება.












