„საშინელება იყო, მანქანა ხეზე იყო შევარდნილი...“ - მძიმე ავარია დიდ დიღომში
1730577419
13 იანვარს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, წლის პირველი tech meetup-ი გაიმართა. ჰაკათონი ტესტირების ავტომატიზაციის ეფექტურობასთან დაკავშირებული გამოწვევების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. გუნდებმა წარმოადგინეს თავისი იდეები და შექმნილი პირველადი ნიმუშები, სადაც საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო გადაწყვეტები მიიღეს.
“ჩვენს მიერ შექმნილი ინსტრუმენტები ემსახურება ორი მიმართულებით ეფექტურობის ამაღლებას. პირველი - აჩქარება, უფრო სწრაფად ვაკეთოთ ავტომატიზაცია, რასაც ვპასუხობთ ჩვენ მიერ შექმნილი კოდის ავტომატური გენერატორებით. მეორე - მდგრადობა და კოდის ხარისხი, სადაც ვიყენებთ ჩვენს მიერ შექმნილ კოდის ანალიზატორებს.”- ამბობს ალექსანდრე ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებას და აქტიურად ავითარებს. 2019 წლიდან დიდი აქცენტი კეთდება ავტომატიზაციის მიმართულებაზე. თიბისიში 300-ზე მეტი სისტემაა, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას (მობილური, დესკტოპ, ვებ, API). ამის გათვალისწინებით, ბანკში ხარისხის მიმართულებით 150-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც სტანდარტით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გარდა საკუთარ ხელსაწყოებს ქმნიან და ყოველდღიურად იყენებენ მათ მეტი ეფექტურობისა და მაღალი ხარისხის მისაღწევად.
ავტომატიზაციის მიმართულებით ინსტრუმენტების მრავალფეროვნებაა, თუმცა რაც არ უნდა კარგი ხელსაწყო იყოს, მაღალი ეფექტურობის მიღწევის მიზნით ამ ხელსაწყოების მორგება და დამატებით ხელსაწყოების შექმნა საჭიროა. თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების ინიცირება, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე ციფრული პროდუქტების გაუმჯობესებას, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება კი სწორედ ამ პროდუქტების სწრაფი განვითარების გარანტია.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730580111