მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
თიბისი ბანკის ბრიტანელი აქციონერი, იან მალქოლმ ჰოქი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ არნე სტენ ბერგრენს!
თიბისი ბანკის გენერალურ დირექტორს, ბატონ ვახტანგ ბუცხრიკიძეს!
მე გახლავართ იან მალქოლმ ჰოქი, თიბისი ბანკის ბრიტანელი აქციონერი. ჩემთვის მედიიდან გახდა ცნობილი იმ საგანგაშო სამართლებრივი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ქართულმა სასამართლომ თიბისი ბანკის აქციონერების, ბატონების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიიღო.
ამ გადაწყვეტილებით ჩემთვის ნათელი გახდა, რომ დასახელებულმა აქციონერებმა, ისარგებლეს რა ბანკის მენეჯმენტის მართვაზე წვდომით, არამართლზომიერად მიითვისეს ბანკის კუთვნილი 16 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხა და, მიუღებელ შემოსავალსაც თუ გავითვალისწინებთ, ბანკი თითქმის 40 მილიონი აშშ დოლარით აზარალეს.
აქციების შეძენით მე და ჩემმა მეგობრებმა ჩვენი დანაზოგი ვანდეთ თიბისი ბანკს და ვიმედოვნებთ, რომ არ შევმცდარვართ არჩევანში და ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს აქციონერ მამუკა ხაზარაძისა და აქციონერ ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული ფულის უკან დაბრუნება და მათი არალეგალური სქემებიდან ბანკისთვის და მისი აქციონერებისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება.
მინდა დავიჯერო, რომ ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობა ოპერატიულად გამოეხმაურება ჩემს მიმართვას, დაიცავს ბანკისა და მისი აქციონერების შელახულ ინტერესებს და აანაზღაურებინებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თიბისი ბანკისთვის მიყენებულ 40 მილიონი დოლარის ზარალს, რაც საუკეთესო პირობა იქნება მომავალში ასეთი პრეცედენტების გამოსარიცხად.
დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩემს ამ მიმართვას სხვა აქციონერებიც შემოუერდთებიან, რათა თიბისი ბანკისადმი ნდობა კიდევ უფრო გამყარდეს.
ვინაიდან თიბისი ბანკის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, საქართველოში ჩემს ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი ტორაძე დაიცავს.
ჩვენი შემდგომი ნაბიჯები იქნება ღია, გამჭვირვალე და დამოკიდებული ბანკის ხელმძღვანელობის ქმედებებზე, რომელთაც ჩემი წერილობითი მიმართვა ამ დღეებში ჩემივე ადვოკატის მეშვეობით გადაეცემათ“ - ნათქვამია თიბისი ბანკის იან მალქოლმ ჰოქის განცხადებაში.