“ასეთი ადამიანი არ უნდა გვტოვებდეს…” - ქართველ ჟურნალისტს გლოვობენ
1734931090
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებულ სტაჟიორებს სამსახურის სამუშაო სპეციფიკა გააცნო და წარმატებები უსურვა.
სტაჟიორებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა, სადაც მათ სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. სტაჟიორებმა მეხანძრე-მაშველთა საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ღონისძიება მაშველი ძაღლის მონაწილეობით განხორციელებული სიმულაციური სამაშველო ოპერაციით დასრულდა.
ღონისძიების ფარგლებში, სტაჟიორებმა ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და ადგილზე, ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.