ტემპერატურის კლება უფრო შესამჩნევი იქნება - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

ცუდი ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი შეიცვლება. 

5 ნოემბრიდან ტემპერატურის კლება უფრო შესამჩნევი გახდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლებელია თოვლი.

6-7 ნოემბერს ამინდი კიდევ უფრო გაცივდება. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა მოსალოდნელია მაღალმთიან ზონებში, ღამით კი ცალკეულ ადგილებში ყინვაც არის მოსალოდნელი.

8 ნოემბრიდან ნალექი თანდათან შემცირდება და ზოგიერთ რეგიონში გამოიდარებს. თუმცა, ტემპერატურა შედარებით დაბალი შენარჩუნდება.

✕