ტემპერატურა იკლებს - რა ამინდი გველოდება საქართველოში უახლოეს დღეებში

შემოდგომა

საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით გრილი და ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესი პროგნოზის მიხედვით, ქვეყნის ნაწილში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება, ზოგიერთ რაიონში კი ძლიერი ქარიც არის მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველო:
უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ზოგან ელჭექი. მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია მცირე თოვლიც. დაბლობში დღის განმავლობაში ჰაერი დაახლოებით +20, +25 გრადუსამდე გათბება, მთაში კი +13, +18 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველო:
ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს კი ცალკეულ ადგილებში სეტყვის ალბათობაც არსებობს. ბარში ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში:დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. მოსალოდნელია ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომელიც ზოგჯერ გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაახლოებით +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.