ტემპერატურა +33 გრადუსამდე გაიზრდება - ახალი პროგნოზი

ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, კი 27-დან 33 გრადუსამდე აიწევს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა 31 გრადუსი იქნება.

„დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 25-30 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 27-32 გრადუსის ფარგლებში. მომდევნო დღეებში, ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ნავარაუდევია ასევე სეტყვამომდევნო დღეებში ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ნავარაუდევია ასევე სეტყვა“, - განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.