როდის უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ თავიდან აიცილოთ უიღბლობა
1768594851
17 იანვარს ქუთაისში ნალექს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +1 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლის სახით ნალექია მოსალოდნელი ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +4, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც თოვს. +4 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვს ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -1 გრადუსი, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით -6, ღამით -13 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, 0 იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით -4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლს ელოდებიან გორში, დღისით +2 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვს, ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს დღისით -6, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვლს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც თოვლს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.