1746733863
„თელავში ცხოვრება ძალიან „ჩელენჯინგ” იყო, ბევრი გამოწვევა იყო ტრანსგენდერი ქალისთვის“ - მონიკა თიგიშვილის წარმატება და ცხოვრება ემიგრაციაში

მონიკა თიგიშვილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც ანტვერპენში ცხოვრობს.ის საქართველოში ცხოვრებისას აქტივისტი და უფლებადამცველი იყო. მონიკა ამბობს, რომ შეძლებისდაგვარად ცდილობდა, რამე შეეცვალა და თემისთვის სასარგებლო საქმე ეკეთებინა. იყო თელავის ბიუროს მენეჯერი ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობაში.
„თელავში ცხოვრება ძალიან “ჩელენჯინგ” იყო, ბევრი გამოწვევა იყო ტრანსგენდერი ქალისთვის. ქუჩაში ყველა მცნობდა. აგრესია არ ჰქონიათ, თუმცა იყო მიშტერებები, “ეს ის არის” და მსგავსი გადალაპარაკებები ერთმანეთთან, რაც უსიამოვნოა“.
მონიკა ამბობს, რომ თვითგამორკვევის პროცესი ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა მაშინ ამისთვის სახელი არ დაურქმევია, რადგან არც იცოდა კონკრეტული სახელი.
„ბავშვობიდან იცი ეს ყველაფერი, უბრალოდ, არ იცი სახელი, რა უნდა დაარქვა ამ მოცემულობას. გაქვს კითხვები: “ასე რატომ ვარ?”, “ასე რატომ ვგრძნობ თავს?”, “რატომ არ ვგავარ სხვა ბავშვებს?”. მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამას ხელი არ შეუშლია ბედნიერ ბავშვობაში, ძალიან კარგი მეგობრები და ოჯახი მყავდა. როცა გავიზარდე და სახელის დარქმევა დავიწყე, პრინციპში, არც დამიმალავს. მივხვდი თუ არა, რომ ტრანსგენდერი ქალი ვიყავი, საჯარო ქამინგაუთიც გავაკეთე, დაახლოებით ერთი კვირის ინტერვალით“
წყარო: „აპრილი მედია“
ასევე დაგაინტერესებთ: