4-მა ოქტომბერმა გამიჯნა ქართული და არაქართული, გმირი და ანტიგმირი, სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

4-მა ოქტომბერმა გამიჯნა ქართული და არაქართული, გმირი და ანტიგმირი, სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს თავდასხმისგან იცავდნენ.

„მადლობა ამ ვაჟკაც ბიჭს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს გარე დავალებით მოქმედი მოძალადეების თავდასხმისგან იცავდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.