საფრთხის დონე მაღალია... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1740335560
თებერვლის შემდეგ წესით პროგნოზი უკეთესია, თუ ახალი, უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა, რისი გარკვეული შანსებიც სამწუხაროდ არსებობს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში რეკომენდაციაა იზოლაცია.
„თუ ოჯახის ერთ წევრს დაუდასტურდა, ზოგიერთი ადამიანი ტესტირებას აღარ იტარებს. ეს ხალხი სტატისტიკის მიღმა რჩება და ცხადია კიდევ უფრო მეტია შემთხვევები ვიდრე რეალურადაა დადასტურებული.აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა. არ შეცვლილა წესები, მთავარია ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება, იმიტომ რომ ეს ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება“, - განაცხადა ბუწაშვილმა.