ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
დასაქმების ხელშეწობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებაში 50-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სამუშაოს მაძიებლებს 1000-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსია შესთავაზეს. კერძო სექტორის გარდა, დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასაუბრებოდნენ პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს, გასცნობოდნენ პროფესიული გადამზადების სხვადასხვა შეთავაზებებს და მიეღოთ ინფორმაცია მოთხოვნადი პროფესიების შესახებ.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საშუალო და მსხვილი კომპანიები; - მაკ დონალდი, ემ გრუპი, ანტრე, ლეგატო, ვენდისი, ლუკა პოლარე, საბვეი, მასპინძელი, KFC, HB, ქართული სახლი, აჭარა ჯგუფი, რედისონი, ჰოლიდე ინნ, შერატონი, მერიოტი, ჰილტონი, პულმანი და სხვა.
დასაქმების ხელშეწობის სახელმწიფო სააგენტო მსგავსი ტიპის დასაქმების ფორუმებს, თბილისის გარდა რეგიონებშიც მუდმივად მართავს. შემდეგ ეტაპზე, ის უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის გაიმართება.