თბილისში ალილოს მსვლელობა დასრულდა

ალილო

ტრადიციული ალილოს მსვლელობა თბილისის ქუჩებში დასრულდა. შობის მახარობლებმა შეგროვილი ნობათი სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

ალილოს მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. შობის მახარობლები რუსთაველის გამზირი და ბარათაშვილის აღმართი გაიარეს.

„ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით 2 000 წელს აღდგა. მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის - განსხვავებული შესამოსელი.