პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, V მიკრორაიონების, ხევისპირის, მწვანე, ჯაბიძის, შულენბურგის, სარაჯიშვილის, ულიანივის და უწერის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზნის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ჯავის, გრუზინსკის და მოლოკოვის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მიქატაძის, კიკნაძის, ოლგა კონსკაიას, ურიდიას, ხიმშიაშვილის, ალილუევის, მანჯგალაძის და სურგულაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ზემო ალექსეევკის დასახლების, პოლიციის, ჭიჭინაძის, ენუქიძის, ლორთქიფანის, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ), ვეფხისტყაოსნის, დავარის, რამაზის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ტაშკენტის და ფანჯიკიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მირიან მეფის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საირმის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების I მიკრორაიონის, ხელოვანთა, მშველიძის და მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.