1758053825
თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე (თბილისის შემოსასვლელი), მეკლდეურების მეშვეობით მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია.
აღნიშნული მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2025 წლის 17 სექტემბრის12:00 საათიდან შეზღუდული იყო და დროზე ადრე აღდგა.