ტრაგედია თათა გიორგობიანის ოჯახში
1750881103
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს:
„გარდაიცვალა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყოფილი პედაგოგი, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს კონსულტანტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გურამ კაციტაძე.
სასწავლებლის კოლექტივი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი გურამის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.