გიორგი გაბუნია ირაკლი კუპრაძის და ბერდია სიჭინავას გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე: გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია, ასევე პრაქტიკულად დაშლილია მისი პარტია. ქართულ საზოგადოებას ეს ადამიანები აღარ აინტერესებს

გიორგი გაბუნია

გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია, ასევე პრაქტიკულად დაშლილია მისი პარტია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ ირაკლი კუპრაძის და ბერდია სიჭინავას გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე საუბრისას.

„ის, რაც დაშლილია და აღარ არსებობს საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არის. მისი პარტიის წევრები იქნება ეს თუ მისი თანამოაზრეები, სადაც უნდათ იქ იარონ და რაც უნდათ ის ილაპარაკონ, რაც უნდათ ის გააკეთონ. ქართულ საზოგადოებას ეს ადამიანები აღარ აინტერესებს. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალა, რომელთაც აქვთ საკუთარი მავნე მიზნები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. საზოგადოება მათ არჩევნებში სათანადო პასუხს გასცემს“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

არსებული ინფორმაციით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად გაემგზავრნენ. ამავე ინფორმაციით ისინი გიორგი გახარიამ დაიბარა, რადგან პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან. „ლელოში“ ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. გრიგოლ გეგელია კი ამბობს, რომ მას რამდენიმე დღეა კუპრაძესთან არ უსაუბრია.