„თბილისი ენერჯი“  აბონენტებს აფრთხილებს

გაზი

„2024 წელს, თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა, დედაქალაქში 294,773 აბონენტი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 3501 აბონენტი კვლავ სიცოცხლისათვის საშიშ, ღია წვის კამერიან, მკვლელ გაზის დანადგარს მოიხმარდა. ყველა დანადგარი ქსელიდან ჩაიხსნა ან დემონტაჟი გაუკეთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დედაქალაქში მოუწესრიგებელი შიდა ქსელი რჩება.

„2024 წელს თბილისის ყველაზე საშიში უბნების სტატისტიკა, კი სადაც აბონენტები მკვლელ გაზზე მომუშავე დანადგარებს მოიხმარენ ასეთია:

ისანი - სამგორი - ვაზისუბანი - 1349 საშიში დანადგარი ჩაიხსნა ქსელიდან;

გლდანი-სანზონა-თემქა 797 საშიში დანადგარი ჩაიხსნა ქსელიდან;

მთაწმინდა - კრწანისი 547 საშიში დანადგარი ჩაიხსნა ქსელიდან;

2024 წელს თბილისში საშიში გაზის დანადგარების მოხმარების გამო, CO-თი მოიწამლა 35 ადამიანი, გარდაიცვალა 5.

„თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ - დაიცავით გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო მოხმარების წესები. არ დაამონტაჟოთ თვითნებურად და არ მოიხმაროთ ღია კამერიანი გაზის დანადგარები.

თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ 114 (თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახური)“, - ნათქვამია განცხადებაში.