ტარიელ ონიანი, მერაბ ჯანგველაძე, „ჭია“... – რატომ შეიკრიბნენ ქართველები პოლონეთში

მაფია

პოლონეთში ქალაქ ლოძში ქართველი “კანონიერი ქურდები“ ჯერ კიდევ მაისში შეიკრიბნენ, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები მედიაში ახლახან გამოჩნდა.

ფოტომასალით ირკვევა, რომ პოლონეთში იმყოფებოდნენ ქართული მაფიის გავლენიანი ლიდერები, მათ შორის ტარიელ ონიანი, მერაბ ჯანგველაძე, ლაშა ბარათელი (ჭია), მანუჩარ ელიავა (მანჩო) და ლევან აბულაძე.

ფოტოებში არ ჩანს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ქურდულ შეკრებას ესწრებოდა მინდია გორაძე და მისი კლანის რამდენიმე ლიდერიც. ქურდული საერთო და კლანებს შორის არსებული კონფლიქტები – მედიის ინფორმაციით, ამ თემებს განიხილავდნენ შეკრების მონაწილეები.