თანდაყოლილი ზნე თუ არასწორი წვრთნის მსხვერპლი? ძაღლების თავდასხმის მეოთხედი ბავშვებზე მოდის

ძაღლები


ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ ძაღლმა ადამიანი დაკბინა და სერიოზული ჭრილობები მიაყენა. მიუხედავად ამისა, მკვლელი ძაღლების  პოპულარობა არათუ არ იკლებს, არამედ პირიქით, ყოველწლიურად იზრდება.
ბუნებრივია, ასეთი ძაღლების ფსიქიკური მდგომარეობა განსხვავდება ჩვეულებრივი ძაღლებისგან. ძალიან ხშირად, მათი ქცევა ხასიათდება გაუმართლებელი აგრესიის გამოვლინებით. გარდა ამისა, მკვლელი ძაღლები განსხვავდებიან ყველასგან იმით, რომ ისინი აბსოლუტურად „მოუსყიდველები“ არიან. იმის მიუხედავად, რომ ასეთი ძაღლების გაწვრთნა მოგებიანი ბიზნესია, ძაღლების სელექციონერები და ინსტრუქტორები, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარ შრომასა და სახელს, არასოდეს მიიღებენ მას გასაწვრთნელად

მაშ, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ოთხფეხა მეგობარს, რომ გახდეს სისხლისმსმელი მკვლელი? უცნაურია, რომ მკვლელი ძაღლები არ უნდა იყვნენ აგრესიულები, არამედ საკმარისად ცივსისხლიანები - უნდა მოკლან თავიანთი მტერი. ძაღლები, რომელთაც „მკვლელის“ თვისებები აქვთ, არიან დობერმანი, ბოქსიორი, როტვეილერი, გერმანული ნაგაზი, სტაფორდშირ ტერიერი და რა თქმა უნდა, პიტ ბულტერიერი.
მკვლელი ძაღლები არ აღიქვამენ ბრძანებას - „ფას!“, მას და პატრონს აქვთ საკუთარი საიდუმლო სიტყვა, რომლის  მნიშვნელობა მხოლოდ ძაღლმა და მისმა პატრონმა იციან. როდესაც ძაღლი ამ სიტყვას გაიგონებს, ის ყველაფერზე წამსვლელია.
ასეთი ძაღლის გაწვრთნისას პატრონი მზად უნდა იყოს გარკვეული „სიურპრიზებისთვის“, კერძოდ, იმისთვისაც კი, რომ ერთ დღეს ის თავად გახდება ასეთი ძაღლის მსხვერპლი. ერთმა შემთხვევით წარმოთქმულმა კოდურმა სიტყვამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლები არ იბადებიან მკვლელებად, მათი დანიშნულებაა ხალხის დაცვა. უნდა გეშინოდეს არა პიტბულის ან დობერმანის, არამედ მათი პატრონების, რომლებიც ძაღლებს მკვლელობის „ხელოვნებას“ ასწავლიან.

ყოველწლიურად უამრავი ადამიანს ესხმიან თავს ძაღლები, თავდასხმის მეოთხედი ბავშვებზე მოდის. 
მკვლელი ძაღლების მიერ დაკბენილი ადამიანის იდენტიფიცირება ადვილია: ღრმა ჭრილობები, მრავლობითი ნაკბენები, მოტეხილობები. ასეთ პაციენტებს ექვს ინიექციას უტარებენ სამი თვის განმავლობაში. 

შეერთებულ შტატებსა და კანადაში 1982 წლიდან 2010 წლამდე თავდასხმების რაოდენობის სტატისტიკის მიხედვით, პიტბული ყველაზე საშიში ძაღლია.

ამ ძაღლის შეხედვისას არც ერთი გამვლელი არ იფიქრებს მის მოფერებაზე. სავარაუდოდ, ისინი გონივრულად გადგებიან განზე, რადგან დამაშინებელი გარეგნობა, ძლიერი ყბები და არაკეთილსინდისიერი მზერა  მეტყველებს იმაზე, რომ ჯიში არ არის განკუთვნილი გასართობად. ამერიკული პიტ ბულტერიერი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ძაღლია მკვლელის რეპუტაციით და გაურკვეველი წარმოშობით. თუმცა, მართლა ასეთი საშინელია პიტბული?
ჯიშის წარმოშობა
ითვლება, რომ ამერიკული სტაფორდშირის ტერიერები იყვნენ პიტ ბულ ტერიერების წინაპრები. აქამდე ეს ჯიში არ არის აღიარებული FCI - საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მიერ და არ გააჩნია მკაცრი სტანდარტები. ჯიში რეგისტრირებულია ICS-ში, აკრძალულია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. სხვა ქვეყნებში არსებობს მთელი რიგი მკაცრი შეზღუდვები პიტბულის შენახვაზე.

შეერთებულ შტატებში ეს ჯიში ყოველთვის პოპულარული იყო და გამოიყენებოდა ძაღლების ბრძოლისთვის. მის შექმნაში მონაწილეობდნენ ტერიერებისა და ბულდოგების გენები. პირველმა პიტბულები დააჯილდოვა ულტრა სწრაფი რეაქციით, მეორემ - სიჯიუტითა და სიძლიერით. ამ თვისებებმა ამერიკული პიტ ბულტერიერი საბრძოლო, სამაშველო და სანადირო მანქანად აქცია.
მას შემდეგ, რაც ამერიკაში ძაღლების ბრძოლა აიკრძალა, პიტბულის მოშენებაც აიკრძალა. 

დღეს სოციალიზებული პიტბულის პოპულარობა შეერთებულ შტატებს სცდება. განვითარებული ყნოსვის გამო მათ პოლიცია იყენებს, კერძოდ, ნარკოტიკების და ასაფეთქებელი ნივთიერების მოსაძებნად. პიროვნებისადმი გაზრდილი ლოიალობის თვალსაზრისით, ჯიშს მკაცრი მოთხოვნები ეკისრება. ამრიგად, პიტბულის დისციპლინების სწავლება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხის მიმართ აგრესიასთან, აკრძალულია.