თანდაყოლილი მორალი - კვლევის თანახმად, ჩვილები „კარგ“ და „ცუდ“ პერსონაჟებს დაბადებიდანვე ცნობენ

ჩვილი

კვლევამ დაადგინა, რომ ჩვილებს სიკეთის საბაზისო შეგრძნება დაბადებიდანვე აქვთ და ირჩევენ იმ „პერსონაჟებს“, რომლებიც სხვებს ეხმარებიან

ტორონტოსა და იელის უნივერსიტეტების ბავშვთა ფსიქოლოგიის ლაბორატორიებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, რომლებმაც დაამტკიცეს: მორალის, სამართლიანობისა და სიკეთის საბაზისო შეგრძნება ადამიანს დაბადებიდანვე თან სდევს და მას სწავლა არ სჭირდება.

კვლევუს დროს, 6-დან 10 თვემედე ასაკის ჩვილებს აჩვენეს თოჯინების მინი-სპექტაკლი, სადაც ერთი გეომეტრიული ფიგურა (მაგალითად, წითელი წრე) ცდილობდა მთაზე ასვლას. მეორე ფიგურა (ლურჯი კვადრატი) მას ეხმარებოდა და მაღლა ექაჩებოდა, ხოლო მესამე (ყვითელი სამკუთხედი) ხელს უშლიდა და დაბლა ექაჩებოდა.არჩევანი ექსპერიმენტის შემდეგ: წარმოდგენის დასრულების შემდეგ ჩვილებს ლანგრით მიუტანეს „დამხმარე“ და „ხელის შემშლელი“ თოჯინები. ბავშვების 80%-ზე მეტმა ხელი გაიშვირა და სათამაშოდ სწორედ ის პერსონაჟი აირჩია, რომელიც სხვას ეხმარებოდა.სხვა ექსპერიმენტში, როდესაც ჩვილებს აჩვენეს, რომ „ცუდ“ პერსონაჟს სხვა ფიგურა სჯიდა ან საჭმელს არ აძლევდა, ბავშვები სიმპათიას სწორედ „დამსჯელის“ მიმართ გამოხატავდნენ.მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ტვინს დაბადებიდანვე აქვს ჩაშენებული სოციალური „კომპასი“. ჩვილები ენის ათვისებამდე და სოციალიზაციამდე ბევრად ადრე ხვდებიან, ვინ იქცევა „კარგად“ და ვინ „ცუდად“.ეს აღმოჩენა ამსხვრევს ძველ თეორიას, თითქოს ბავშვი „სუფთა ფურცელია“  და სიკეთეს მხოლოდ აღზრდით სწავლობს - მორალური ბაზისი ჩვენს გენეტიკაშივეა კოდირებული.