თანავუგრძნობთ ჩვენს ელის დედის გარდაცვალებას - საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

დოლიძე

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ. 30 წლის თამრო დოლიძე საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში საბავშვო ბაღი და სტუდია „ჩიპოლინოც“ გამოეხმაურა:

„ჩვენი ბაღის მთელი კოლექტივი და მშობლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი პატარა აღსაზრდელის დედის -თამო დოლიძის გარდაცვალების გამო. უფალმა ნათელში ამყოფოს თამოს სული, ვუთანაგრძნობთ ჩვენს ელის, დედის გარდაცვალებას!!  ვუთანაგრძნობთ ოჯახს,ახლობლებს და ნათესავებს!!!უფალმა გამძლეობა მოგცეთ,რომ გაუძლოთ ამ უდიდეს ტკივილს!  ძალიან ვწუხვართ! “ - წერია სტუდიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.